Marketing Architecture Quiz
გაიარე 5-წუთიანი ქვიზი და გაიგე, რამდენად სწორად იხარჯება მარკეტინგის ბიუჯეტი შენს ბიზნესში — და რა უნდა დალაგდეს პირველ რიგში.
გაიგე, რა უნდა დალაგდეს პირველ რიგში5 წუთი · საწყისი შეფასება · შედეგი ელფოსტაზე
თუ რეკლამას უშვებ, კონტენტი იქმნება, მარკეტერი ან სააგენტო მუშაობს, მაგრამ მაინც არ ჩანს რა მოაქვს ამას ბიზნესისთვის — პრობლემა შეიძლება ერთ ცუდ პოსტში ან ერთ ცუდ კამპანიაში არ იყოს.
შეიძლება მარკეტინგს აკლდეს სამუშაო სისტემა: ვის ელაპარაკება, რას სთავაზობს, როგორ ქმნის ნდობას, როგორ მიჰყავს ადამიანი ყიდვამდე და როგორ კითხულობ შედეგს.
ბევრი ბიზნესის პირველი რეაქციაა: მეტი ბიუჯეტი, მეტი პოსტი, ახალი ვიზუალი, ახალი კამპანია ან ახალი სოცმედია მენეჯერი.
ზოგჯერ ეს საჭიროა. მაგრამ თუ სისტემა არ ჩანს, მეტი აქტივობა ხშირად უბრალოდ უფრო ძვირად გაჩვენებს იმავე ქაოსს.
დაინახავ, რამდენად სისტემურად იხარჯება მარკეტინგის ბიუჯეტი შენს ბიზნესში.
ქვიზი გაჩვენებს, საიდან ჯობს დაიწყო: აუდიტორიიდან, შეთავაზებიდან, ნდობიდან, გაყიდვამდე გზიდან თუ კონტროლიდან.
მიიღებ პრაქტიკულ შემდეგ ნაბიჯს, რომ იცოდე რა შეამოწმო პირველ რიგში.
გაიგებ, უფრო გჭირდება პროგრამა, გუნდური ფორმატი თუ ინდივიდუალური დიაგნოსტიკა.
ხშირად პრობლემა მხოლოდ რეკლამაში არ არის. შეიძლება შეთავაზება, ნდობა ან შემდეგი ნაბიჯი არ იყოს საკმარისად მკაფიო.
თუ მფლობელს არ აქვს სამუშაო რუკა, რთულია მარკეტერს ან სააგენტოს ზუსტად მოსთხოვო შედეგი, ანგარიში და შემდეგი მოქმედება.
ეს ქვიზი არ გთხოვს ახალი თეორიის სწავლას. ჯერ გაჩვენებს, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დასალაგებელი — რომ დრო არ დახარჯო არასწორ რამეზე.
პოსტები, რეკლამა, შეთავაზება, განმეორებითი დაკავშირება და გაყიდვა ცალ-ცალკე არ უნდა ცხოვრობდეს. ისინი ერთ სამუშაო სისტემაში უნდა ჯდებოდეს.
თუ მარკეტინგში ფული იხარჯება, მაგრამ შედეგი ბუნდოვანია, ჯერ ახალი კამპანია არ არის პასუხი. ჯერ უნდა დაინახო, სად არის სისტემა არეული.
ქვიზის დაწყებაეს არ არის სრული დიაგნოსტიკა ან ინდივიდუალური კონსულტაცია. ეს არის საწყისი შეფასება, რომელიც გეხმარება სწორი შემდეგი ნაბიჯის დანახვაში.